ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროგრამებისა და სასკოლო პრაქტიკის კოორდინატორის ვაკანსიას. ფუნქცია-მოვალეობები სამაგისტრო პროგრამების კოორდინირება; განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების (მასწავლებლის მომზადების 60 და 300-კრედიტიანი პროგრამები და სამაგისტრო პროგრამები) სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის ორგანიზება; განათლების სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა და განხორციელება (სამაგისტრო ნაშრომების შუალედური განხილვები, სამაგისტრო დაცვები, სამაგისტრო…
14 ივნისს, 17:00 საათზე, ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ თუთბერიძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ციფრული ხელმოწერის პროტოკოლები და მათი იმპლემენტაცია .NET პლატფორმაზე“. მომხსენებელი მიმოიხილავს ციფრული ხელმოწერის პროტოკოლებს: RSA და DSA / ECDSA. ნაჩვენები იქნება .NET პლატფორმის საბიბლიოთეკო რესურსები, რომლებშიც იმპლემენტირებულია ციფრული ხელმოწერის პროტოკოლები, ჩატარდება რიცხვითი ექსპერიმენტები, რომლებითაც დადასტურდება პროტოკოლების კორექტულობა. ფორმატი: ონლაინლექცია…
გახდი სტუდენტ-ამბასადორი და შემოუერთდი ტექნოლოგიის სკოლის სტუდენტურ კომუნიკაციათა მოხალისეების გუნდს. რეგისტრაციის ვადები: 10-21 ივნისი რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/Se1J1PvFdmkXAkrz6 კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები სტუდენტი უნდა ირიცხებოდეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საფეხურზე და უნდა ჰქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი; სტუდენტს დაგროვებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 60 კრედიტისა; სტუდენტის საშუალო ქულა უნდა იყოს არანაკლებ 81 ქულისა. სტუდენტ-ამბასადორების შერჩევის პროცედურასა და პროგრამის…