14 ივნისს, 17:00 საათზე, ტექნოლოგიის სკოლის გაზაფხულის სემესტრის ყოველკვირეული სემინარის ფარგლებში ასოცირებული პროფესორი მიხეილ თუთბერიძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას „ციფრული ხელმოწერის პროტოკოლები და მათი იმპლემენტაცია .NET პლატფორმაზე“.

მომხსენებელი მიმოიხილავს ციფრული ხელმოწერის პროტოკოლებს: RSA და DSA / ECDSA. ნაჩვენები იქნება .NET პლატფორმის საბიბლიოთეკო რესურსები, რომლებშიც იმპლემენტირებულია ციფრული ხელმოწერის პროტოკოლები, ჩატარდება რიცხვითი ექსპერიმენტები, რომლებითაც დადასტურდება პროტოკოლების კორექტულობა.

ფორმატი: ონლაინლექცია

Video call linkhttps://meet.google.com/cag-tmkf-pju

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 ივნისი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2024