ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის პროგრამებისა და სასკოლო პრაქტიკის კოორდინატორის ვაკანსიას.

ფუნქცია-მოვალეობები

  • სამაგისტრო პროგრამების კოორდინირება;
  • განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების (მასწავლებლის მომზადების 60 და 300-კრედიტიანი პროგრამები და სამაგისტრო პროგრამები) სასკოლო პრაქტიკის კომპონენტის ორგანიზება;
  • განათლების სკოლის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა და განხორციელება (სამაგისტრო ნაშრომების შუალედური განხილვები, სამაგისტრო დაცვები, სამაგისტრო პროგრამებზე მიღებები, საინფორმაციო შეხვედრები და სხვ.);
  • შემოსული განცხადებების კორესპონდენცია;
  • საჭიროების შემთხვევაში განათლების სკოლის ხელმძღვანელის  გადაწყვეტილებით სკოლის სხვა პროცესებში მონაწილეობა.

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი განათლების ან მომიჯნავე  პროგრამების მიმართულებით;
  • ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს:

  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ქცევითი კომპეტენციები:

  • ეფექტური ურთიერთობის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართული წერითი და ზეპირი ურთიერთობის უნარი;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაოს დაწყების დრო: 1-ელი აგვისტო, 2024

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, 23 ივნისის ჩათვლით CV  და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები გამოგზავნეთ მისამართზე:  vacancy@iliauni.edu.ge. ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „განათლების სკოლის პროგრამებისა და სასკოლო პრაქტიკის  კოორდინატორი“

კონკურსი წარიმართება 2 ეტაპად: 

  • წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა
  • გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეულ კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2024