სამეწარმეო განათლების ალიანსის პირველი ონლაინკონფერენცია
11 ნოემბერს საქართველოს სამეწარმეო განათლების ალიანსი (GEEA) პირველ ონლაინკონფერენციას გამართავს. კონფერენციაზე მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო სპიკერები ისაუბრებენ ალიანსის ისტორიასა და მიზნებზე, სამეწარმეო განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე. გაიმართება ვორკშოპები როგორც ალიანსის სამომავლო მიზნებისა და აქტივობების განსასაზღვრად, ასევე ბრიტანული STEAMHouse-ის პრაქტიკული გამოცდილების გასაზიარებლად. კონფერენციის მიზანია ალიანსის წევრებისა და ქართული სამეწარმეო ეკოსისტემის აქტორების…
ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კონკურსი სტუდენტებისთვის
საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად იწყებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებული სტუდენტები საკვლევი თემის შერჩევამდე შეძლებენ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები. გამარჯვებულ კანდიდატებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ…