252279938_306252777986096_4306584342697411284_n (1)
ივენთის ქავერი post 1-01
CODEACADEMY-ის წარმომადგენლობის შეხვედრა: ბიტკოინის ბაზარი
თბილისის Codecademy-ის წარმომადგენლობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აწყობს შეხვედრას თემაზე: „კრიპტოვალუტა ბიტკოინის ბაზარი”. სადისკუსიო თემები: მონაცემების გასუფთავება Pandas გამოყენებით; მონაცემთა ანალიზი Pandas DataFrames-ის გამოყენებით; ბიტკოინის სტაბილურობის დადგენა. დასწრების წინაპირობები: Pandas მოდულისა და Python-ის საბაზისო ცოდნა კრიპტოვალუტის ცოდნა სავალდებულო არ არის ღონისძიება ჩაიწერება და აიტვირთება Codeacademy-ის YouTube არხზე. მოდერატორი და მომხსენებელი: ნეგარ ვაჰიდი, Codeacademy-ის ქართული წარმომადგენლობის…
პროექტის „TECHGIRLS GEORGIA“ პირველი ეტაპი დასრულდა
19 ოქტომბერს პროექტის „TechGirls Georgia“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. პროექტის, რომელიც გერმანიის ქართული სათვისტომოსა და ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის ფაბლაბ ილიაუნის თანამშრომლობითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება/საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის (GIZ/CIM) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, პირველი ეტაპი დასრულდა. „პროექტი განხორციელდა გერმანიაში ქართული სათვისტომოს ორგანიზებით, GIZ-ის დაფინანსებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ილიაუნის სამრეწველო და ინოვაციების ლაბორატორიის, ფაბლაბის…
ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია) ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტებს სთავაზობს ორმაგი ხარისხის მოპოვების შესაძლებლობას. ორმაგი ხარისხის პროგრამის ფარგლებში მისანიჭებელი კვალიფიკაციები: Master of Business Administration ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Master of Arts in International Business ბურგენლანდის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი ავსტრიული პროგრამის სპეციალიზაცია: მარკეტინგი და მომხმარებელთან ურთიერთობები სტრუქტურა: I, III, IV სემესტრი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი II სემესტრი…
ილიაუნის სტუდენტური კლუბის IEEE წევრები IMPACT HUB TBILISI-ის პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD 2021 წლის გამარჯვებულთა შორის
CosmoTronix 2021 წლის Impact Hub Tbilisi-ს პროგრამის SOCIAL IMPACT AWARD გამარჯვებულია. CosmoTronix შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაშია, რომელიც ბავშვებს გართობასთან ერთად საინტერესო სიუჟეტითა და დავალებებით შეასწავლის ელექტრული ინჟინერიის საფუძვლებს. იხილეთ ვიდეო: https://bit.ly/3mqep93 CosmoTronix-ის ორი თანადამფუძნებელი, ლიზი შარიქაძე და ანა გოგელია, ილიაუნის IEEE-ის სტუდენტური კლუბის წევრები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით სწავლობენ. გუნდის დანარჩენ წევრებს, დავით გოგიასა…
ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ორმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ორმა დოქტორანტმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს. გამარჯვებულთა შორის არიან მარიამ მანჯიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტი – პროექტი „ორწერტილოვანი სასაზღვრო ამოცანები მეოთხე რიგის არაწრფივი ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებებისათვის რეზონანსულ შემთხვევაში“; თათული დუშუაშვილი, ილიას…
DIGIEDUHACK 2021: ციფრული განათლება მომავლისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი. DigiEduHack,…
სტარტაპმა CROSSCREATORS, რომლის გუნდის წევრი ილიაუნის კურსდამთავრებულია, GITA-ის 100 000-ლარიანი გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა
ტექნოლოგიურმა სტარტაპმა CrossCreators-მა, რომლის გუნდის ერთ-ერთი წევრი, ნინო კოძახიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებული და მოწვეული ლექტორია, GITA-ის 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამაში გაიმარჯვა. ნინომ გასულ წელს წარმატებით გაიარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შექმნის/ლიდერშიფის ბუთქამფის შესარჩევი ტური და მასში მონაწილეობისთვის თანადაფინანსება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტისგან მიიღო. წელს კი მიღებული ცოდნით მეგობრებთან ერთად შექმნა ტექნოლოგიური…