საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად იწყებს კვლევითი ნაშრომების კონკურსს. კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს. ეკონომიკური და ფინანსური საკითხებით დაინტერესებული სტუდენტები საკვლევი თემის შერჩევამდე შეძლებენ კონსულტაცია გაიარონ ეროვნული ბანკის ექსპერტებთან, მათი დახმარებით მკაფიოდ ჩამოაყალიბონ საბაკალავრო/სამაგისტრო თემის მიზანი, ამოცანა, გადაჭრის გზები, მიიღონ და მოაგროვონ მონაცემები.
გამარჯვებულ კანდიდატებს ასევე შესაძლებლობა მიეცემათ, საქართველოს ეროვნულ ბანკში გაიარონ 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ იხილოთ თანდართული ბმული: https://bit.ly/30d9h0S
გისურვებთ წარმატებას!
2021 წელი