შეხვედრა FPV დრონების შესახებ
4 ნოემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი საქართველოს უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციასთან ერთად ილიაუნის G106 აუდიტორიაში გიწვევთ შეხვედრაზე „FPV დრონები – ტექნოლოგია და მისი გამოყენება“. მომხსენებელი, უპილოტო ტექნოლოგიების ასოციაციის წარმომადგენელი დავით ნაკაშიძე განიხილავს უპილოტო საფრენი აპარატების – დრონების აგებულებას: ძირითად კომპონენტებს, ფუნქციონირების პრინციპებს, ტექნოლოგიურ მახასიათებლებს; ნაირსახეობებს: უნიკალურ მახასიათებლებს, სხვადასხვა ზომისა…
post-fablab
პროფესიული აქსელერაციის პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში
ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბი დაინტერესებული პირებისთვის აცხადებს მიღებას პროფესიული აქსელერაციის უფასო პროგრამაზე Python დეველოპმენტის მიმართულებით. თუ გაინტერესებს Python დეველოპმენტი, გაქვს გარკვეული ცოდნა ამ მიმართულებით, მაგრამ გაკლია პრაქტიკული გამოცდილება, მაშინ ახალ რეალობაში გადმონაცვლების დროა. UniLab-ი გთავაზობს ჩაერთო ჩვენი პროფესიული აქსელერაციის პროგრამაში და შეერკინო ახალ თავბრუდამხვევ დავალებებს. ჩვენთან საშუალება გექნება, იმუშაო რეალურ პროექტებზე, მიიღო პრაქტიკული გამოცდილება და შექმნა…
პითონი_post
კიბერლაბორატორია „უნილაბი“ აცხადებს მიღებას „უნიკურსის“ შემოდგომის სემესტრისთვის
პროექტის შესახებ კიბერლაბორატორია „უნილაბის“ პროექტი „უნიკურსი“ კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს ახალი ტიპის კურსებს. კურსი ითვალისწინებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინშეხვედრებს. პროექტში გაერთიანებულია ასინქრონული და სინქრონული სწავლების ელემენტები. კურსის ვიდეოლექციების ნახვა მსმენელებს შეუძლიათ მათთვის მოსახერხებელ დროს, შეკითხვების დასმა კი – Google Classroom-ის დახმარებით. მათ კითხვებს უპასუხებენ მენტორები ან საჭიროების შემთხვევაში ლექტორები. კურსით გათვალისწინებულ ვორკშოპებზე სტუდენტები შეხვდებიან კურსის…
უნიკურსი_post-01
ლაბ_post
ცოცხალი ლაბორატორია საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს მასპინძლობს
27 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე ცოცხალი ლაბორატორია „მწვანე სამეზობლო“ მასპინძლობს საერთაშორისო სტუდენტურ ვორკშოპს, რომლის საბოლოო შედეგის პრეზენტაცია გაიმართება 5 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზ. N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცეში. ღონისძიების ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კარლსრუეს ტექნოლოგიების ინსტიტუტისა და ოდესის სამოქალაქო ინჟინერიისა და არქიტექტურის სახელმწიფო აკადემიის სტუდენტები მუშაობენ ვაჟა-ფშაველას გამზ. მე-6 კვარტალში N98/2 კორპუსის მიმდებარე ღია სივრცის…
Fablab Iliauni-ის სტაჟირების პროგრამა ილიაუნის სტუდენტებისთვის
თუ ხარ დაინტერესებული ტექნოლოგიებით, ინჟინერიით, მეწარმეობითა და ინოვაციებით, მაშინ ეს პროგრამა შენთვის არის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ნებისმიერი ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ფაბლაბში გაიარონ სტაჟირება და შეიძინონ გამოცდილება პროექტების მართვის, მეწარმეობისა და ინჟინერიის მიმართულებით, ისწავლონ ტექნოლოგიურ დაზგა-დანადგარებთან (CNC, ლაზერმჭრელი, 3D პრინტერი, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი და სხვ.) მუშაობა და გაიღრმაონ ცოდნა…