მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 14 და 16 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, 207 ოთახი (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5);
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 17 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსში, 207 ოთახი (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის N3/5).
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის – 2024 წ. 14 და 16 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2024 წ. 17 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ბიზნესის სკოლა
- ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე) – ძირითადი სია, სათადარიგო სია
- ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე).– ძირითადი სია, სათადარიგო სია
- ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – ძირითადი სია, სათადარიგო სია
- საზოგადოებრივი ურთიერთობები – ძირითადი სია, სათადარიგო სია
ტექნოლოგიების სკოლა
- თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები – ძირითადი სია
- თანამედროვე არქიტექტურა და მდგრადი განვითარება – ძირითადი სია
- პროგრამული ინჟინერია – ძირითადი სია
განათლების სკოლა
- განათლების ადმინისტრირება – ძირითადი სია, სათადარიგო სია
ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოსადგენი დოკუმენტების სია:
- ა) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- ბ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;
- გ) ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მიზნით საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა;
- ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად 16სექტემბერს რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, დიპლომის ნოტარიულად დამოწმებულ ასლს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება ბათილი იქნება გამოცემის მომენტიდან (ვადა 2024-25 ს/წლის შემოდგომის სემესტრის დასრულებამდე).
2024