მნიშვნელოვანია! ინფორმაცია ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ იხილეთ ქვემოთ.
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხ აპლიკანტთა ძირითადი და სათადარიგო სიები იხილეთ მიმართულებების მიხედვით:
- ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი; სათადარიგო
- მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური)- ძირითადი; სათადარიგო
- სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი; სათადარიგო
- გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი; სათადარიგო
- რუსული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- გერმანული ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ქართული, როგორც მეორე ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- მუსიკა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) – ძირითადი
- ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება – I-IV კლასები) – ძირითადი
ხელშეკრულების გაფორმება:
აპლიკანტებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:
- ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-18:00 საათი, E207 აუდიტორია;
- სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 21 სექტემბერი, 10:00-18:00 საათი, E207 აუდიტორია.
სათადარიგო სიაში მყოფ კანდიდატთა საყურადღებოდ!
იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, 20 სექტემბერს ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.
ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ სავალდებულოა მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებმაც საგნის გამოცდა ჩააბარა 2019 წლამდე. მათთვის, ვინც გამოცდა ჩააბარა 2019-2024 წლებში, საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის წარმოდგენა საჭირო არ არის;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული ბაკალავრის/მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- 3 /4 -ზე ორი ელექტრონული ფოტოსურათი;
- მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
- უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
იმ აპლიკანტებმა, რომლებსაც წინასწარ მივწერეთ მეილზე დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ, საჭიროა წარმოადგინონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დიპლომის ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2024