ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი წარმოგიდგენთ შეხვედრების ყოველთვიურ სერიას პროგრამირებით დაინტერესებულთათვის.
პირველი შეხვედრის თემა: ბლოკჩეინის საფუძვლები და გამოყენება კრიპტოვალუტებში
მოხსენების თემები:
- კრიპტოგრაფიული მეთოდები;
- ბლოკჩეინის აგების პრინციპი;
- ბლოკჩეინის გამოყენების შესაძლებლობები;
- ბიტკოინი, ეთერიუმი და სხვა კრიპტოვალუტები;
- ელექტრონული საფულეები.
შეხვედრაზე დასწრება ყველას შეუძლია.
მომხსენებელი:
მიხეილ თუთბერიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი
მიხეილი ფლობს გამოთვლითი მათემატიკის აკადემიური დოქტორისა და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხებს. აქვს საუნივერსიტეტო სფეროში მუშაობის 21 წლის გამოცდილება. მონაწილეობდა კომერციულ პროექტებში, რომელთა ფარგლებში ინერგებოდა ERP სისტემა, მონიტორინგის, უსაფრთხოების, სასწავლო პროცესის მართვის სისტემები.
შეხვედრის დრო: 17 ნოემბერი, 19:00 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური
რეგისტრაცია: https://bit.ly/30nSUyM
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 17 ნოემბერი, 18:00 საათი
შეხვედრის ადგილი: Zoom
რეგისტრაციაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე გაიგზავნება შეხვედრის ბმული.