Technovation Girls, საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამა,13-18 წლის გოგოებს ტექმეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება.

ტექნოლოგიური პროექტების განსავითარებლად გოგოები მენტორებთან ერთად გუნდურად იმუშავებენ და გადაჭრიან საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს.

პროგრამის მონაწილეები სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესამუშავებლად, ასევე როგორ გაავრცელონ და გაყიდონ თავიანთი იდეები.

არასამთავრობო ორგანიზაცია Total Courage Georgia-ს მიერ ორგანიზებული პროექტის მიზანია გოგონების გაძლიერება STEM განათლების საშუალებით.

პროექტის პარტნიორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, MAC Georgia, ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი, STEM მასწავლებელთა ასოციაცია და West Point Society of Georgia.

საორგანიზაციო გუნდში სხვა ექსპერტებთან ერთად არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტი ნეგარ ვაჰიდი.

საორგანიზაციო გუნდის შემადგენლობა:

ქეთი შეფარდი, ჯანეტ სმალი, გიორგი ჯანჯალია, მაიკო მეკოკიშვილი, ნეგარ ვაჰიდი

წინასწარი რეგისტრაცია გოგოებისთვის – shorturl.at/zL679

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ – https://ka.technovation-sakartvelo.org/