22-28 ნოემბერს Google Developer-ების თემების საქართველოში და ილიაუნის Google დეველოპერების სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართება გლობალური ღონისძიება DevFest Georgia.

7-დღიან ფესტივალზე ჩატარდება ალგორითმების ჩემპიონატი. ჩემპიონატზე მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის:

Deep Learning in Production; Google Assistant, Android, როგორ გავხდეთ DevOps ინჟინერი? კარიერა ტექნოლოგიებში, უსაფრთხოება ონლაინსამყაროში, ბლოკჩეინი, პროგრამული ინჟინერია სტარტაპებში, სტარტაპეკოსისტემა საქართველოში, სტაჟირება და Full-time პოზიციები Google-ში, Google Maps და სხვ.

 მომხსენებლები: 

  • ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი და IEEE Stem Ambassador პროგრამის ელჩი

მოხსენების თემა: კარიერა ტექნოლოგიებში

  • მარიამ გიგაური, ილიაუნის Google დეველოპერების სტუდენტური კლუბის ლიდერი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების სტუდენტი

მოხსენების თემა: სტაჟირება და დასაქმების შესაძლებლობები Google-ში

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია და სრული განრიგი იხილეთ აქ: https://cutt.ly/3TaDk1P

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზეhttps://forms.gle/62Bvg688CQHrunnw9

დევფესტის შესახებ ყველა სიახლის გასაგებად გაწევრიანდით ჯგუფში: https://bit.ly/3nn76R3

ფესტივალის ორგანიზატორები: Google Developer-ების თემები საქართველოში: GDG Kutaisi, GDG Tbilisi, GDSC Free University, GDSC BTU, GDSC Iliauni, GDSC IBSU, GDSC GAU, GDSC BSU, GDSC TSU