DIGIEDUHACK 2021: ციფრული განათლება მომავლისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 9-10 ნოემბერს გაიმართება ჰაკათონი „ციფრული განათლება მომავლისთვის Georgia – Digital Education For Future“, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ორი დღის განმავლობაში მთელს მსოფლიოში ერთდროულად მიმდინარეობს და მონაწილე ქვეყნებს ადგილზე უწევთ თავიანთ გამოწვევებზე მუშაობა. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტი „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“ და ინოვაციური განათლების ფონდი. DigiEduHack,…