ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Technovation Girls Sakartvelo-ს პარტნიორია
Technovation Girls, საერთაშორისო ტექნოლოგიებისა და მეწარმეობის საგანმანათლებლო პროგრამა,13-18 წლის გოგოებს ტექმეწარმეებად და ლიდერებად ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში ეხმარება. ტექნოლოგიური პროექტების განსავითარებლად გოგოები მენტორებთან ერთად გუნდურად იმუშავებენ და გადაჭრიან საზოგადოების წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებს. პროგრამის მონაწილეები სწავლობენ პროგრამირების საფუძვლებს მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპის შესამუშავებლად, ასევე როგორ გაავრცელონ და გაყიდონ თავიანთი იდეები. არასამთავრობო ორგანიზაცია…