„თამაშების შექმნის საწყისები“ – ონლაინკურსი უფროსკლასელებისთვის
27 თებერვლიდან ფაბლაბ ილიაუნი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბთან თანამშრომლობით უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის იწყებს უფასო კურსს „თამაშების შექმნის საწყისები“. კურსის მონაწილეები იმუშავებენ Unreal Engine 4-ის ძრავაში, შეძლებენ მისი ვიზუალური სკრიპტინგის ინსტრუმენტების ათვისებას, შეისწავლიან ძრავასთან მუშაობის საბაზისო ფუნქციებს და პროგრამირების საწყისებს, ასევე შეისწავლიან თამაშების შექმნის პროცესის ეტაპებს თამაშების დაგეგმვიდან მათ გამოქვეყნებამდე. ► ვისთვის არის განკუთვნილი კურსი? კურსი განკუთვნილია IX-XII კლასების მოტივირებული მოსწავლეებისთვის მთელი…