ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა ICC Georgia-სთან თანამშრომლობით გამართავს 45-წუთიან ინგლისურ-ქართულ ვებინარს კიბერწიგნიერების შესახებ.
პროგრამა მცირე და საშუალო მეწარმეებს დაგეხმარებათ თქვენი ორგანიზაცია გახადოთ უსაფრთხო და დაცული კიბერსაფრთხეების წინაშე.
ვებინარის შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ, დარეგისტრირდნენ და გაიარონ კიბერწიგნიერების ტრენინგი
- ტრენერებისთვის;
- მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის;
- სტარტაპდამფუძნებლებისთვის.
ტრენინგები ჩატარდება ინგლისურ ენაზე. მათ ორგანიზებას უწევს Cyber Readiness Institute.
რატომ უნდა დავესწრო შეხვედრას?
დღეს ორგანიზაციების უმრავლესობა კიბერრისკების წინაშე დგას. Ამასთან, მცირე და საშუალო საწარმოების უმრავლესობას არ აქვს საშუალება, ცალკე კადრი გამოყოს კომპანიის ციფრული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გზები, თუ როგორ დავიცვათ ორგანიზაციები კიბერსაფრთხეებისგან. თანამშრომლების გადამზადება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ერთ-ერთი გზაა რისკების სამართავად.
კიბერწიგნიერების პროგრამა გასწავლით, რა ნაბიჯები უნდა გადადგათ თქვენს ორგანიზაციაში კიბერწიგნიერების კულტურის შესამუშავებლად.
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?
- ტრენერებს;
- მცირე და საშუალო საწარმოების წარმომადგენლებს;
- სტარტაპის წარმომადგენლებს;
- მეწარმეებს.
რას მოიცავს პროგრამა?
პროგრამა ფოკუსირებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე, რომლებიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოებაზე. ინტერაქტიული მასალების, ვიდეოების, ტესტებისა და გადმოსაწერი რესურსების გამოყენებით თქვენ გაეცნობით საუკეთესო ტექნიკებს და მიიღებთ ერთგვარ სახელმძღვანელო მასალებს.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ონლაინთაღლითობა;
- პაროლები;
- პროგრამული განახლებები;
- მოხსნადი შემნახავი (USB).
თარიღი: 17 ივნისი, 20:00 საათი
სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი ქართულ ენაზე)
პარტნიორები:
შეხვედრები ხორციელდება ICC Georgia-ს, Cyber Readiness Institute-ის, ტექნოპარკის, თბილისის მერიის და ევროკავშირის ბიზნეს აქსელერატორი სპარკის, ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების, Women for Women-ის თანამშრომლობით.