ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლა 2020 წლიდან ახორციელებს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საბაზისო განათლების პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ფუნქციონირებს შიდა საუნივერსიტეტო ქსელი – პედაგოგიური სახელოსნო. 9 ივნისს, 16:00 საათზე, პედაგოგიური სახელოსნო განათლების სკოლის ფეისბუქის გვერდზე გიწვევთ ვებინარზე „სასწავლო ჯგუფები თანამშრომლობითი კულტურისთვის“.

ვებინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები/თემები:

  • მასწავლებელთა თანამშრომლობა, როგორც პროფესიული დაოსტატების საუკეთესო საშუალება;
  • სასწავლო ჯგუფის მუშაობის ძირითადი პრინციპები;
  • სასწავლო ჯგუფის ტიპები და შესაძლო ფორმატი;
  • სასწავლო ჯგუფების ეფექტიანად მუშაობის განმაპირობებელი ფაქტორები;
  • უკუკავშირი და მისი მნიშვნელობა თანამშრომლობითი კულტურის დანერგვაში.

ვებინარს გაუძღვებიან:

  • სოფიკო ლობჟანიძე, განათლების სკოლის ხელმძღვანელი, პროფესორი;
  • ეკა ტყავაშვილი, განათლების სკოლის სკოლის მოწვეული პროფესორი;
  • მარიკა კირვალიძე, განათლების სკოლის მოწვეული ლექტორი, განათლების მიმართულების დოქტორანტი.

ვებინარის ხანგრძლივობა: 2 საათი

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3ibtBpP