4 ივნისს, 19:00 საათზე, Codeacademy-ის პროგრამების უფროსი მარიელ ფრანკი გამართავს სემინარს თემაზე: „ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP)”.
ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბაზარი მასობრივად იზრდება. ამას მოწმობს საერთო შემოსავლების ზრდაც: 2018 წლის მაჩვენებელი 9.5 მილიარდი აშშ დოლარიდან 2025 წელს 118.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს. ბუნებრივი ენის დამუშავება (NLP) დიდ როლს თამაშობს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროცესში.
NLP აღჭურვილია სხვადასხვა აპლიკაციით, როგორებიცაა: ვირტუალური ასისტენტი, ემოციების ანალიზი, ტექსტის დამუშავება, ჩეთბოტები, მომხმარებლის გამოცდილება, მეტყველების ტექსტში გარდაქმნა და ბევრი სხვა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხება შემდეგ თემებს:
- What is NLP? რა არის NLP?
- How is NLP used? როგორ გამოიყენება NLP?
- Text Preprocessing ტექსტის წინასწარ დამუშავება;
- Parsing ტექსტის კონტექსტის გარჩევა;
- Language Models ენობრივი მოდელები;
- Applications აპლიკაციები;
- Challenges & Considerations გამოწვევები და მოსაზრებები;
მომხსენებელის შესახებ:
მარიელ ფრანკი Codecademy-ის სასწავლო პროგრამების უფროსი შემქმნელია. იგი ადგენს სასწავლო პროგრამებს Codeacademy-ისთვის. მარიელ ფრანკი სწავლობდა ენათმეცნიერებას ბარნარდში (Barnard) ჰანტერის კოლეჯში (Hunter College) მასტერის წოდების მიღებამდე (თემაზე „ინგლისური ენის სწავლება უცხო ენაზე მოსაუბრეთათვის“).
მარიელი მასწავლებლობისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობის შემდეგ დაეუფლა ვებდეველოპმენტს ფლატირონის სკოლაში (Flatiron School). თავისუფალ დროს უყვარს jigsaw თავსატეხების ამოხსნა, ლაშქრობა და დროის გატარება მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 4 ივნისი, 19:00 საათი
რეგისტრაცია: https://bit.ly/3yNL6T7
Codecademy Tbilisi – პირველი წარმომადგენლობა საქართველოში
ჩვენ ვსაუბრობთ მანქანური სწავლების, AI-სა და მონაცემთა მეცნიერებაზე.
შეუერთდი Codeacademy Tbilisi Discord საზოგადოებას: https://bit.ly/3wL5QZL
Codeacademy Tbilisi YouTube არხი: https://bit.ly/2SKurzg