კომპიუტერული ინჟინერიის პროგრამის სტუდენტმა და ილიაუნის Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ხელმძღვანელმა ICT – სფეროში ლიდერობისა და განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის GRACE HOPPER AWARD-ის მომავლის ლიდერის კატეგორიაში საპატიო სიგელი მიიღო.

ნეგარს უკვე აქვს ორ კომპანიაში მანქანური ინჟინრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. იმავე დროს აქტიურად ცდილობს ტექნოლოგიური მიმართულებების განვითარებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ნეგარმა:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნა Google Developer სტუდენტური კლუბი და ორგანიზებას უწევს ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ყოველთვიურ შეხვედრებს, რომლებზეც დარგის წამყვან სპეციალისტებს იწვევს  https://cutt.ly/Ynl7dBB
  • შექმნა CODEACADEMY-ის პირველი ქართული წარმომადგენლობა საქართველოში ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლასთან თანამშრომლობით და მასპინძლობს პროფესიონალებს ტექსფეროდან და კოდეკადემიის წამყვან საზოგადოებას საქართველოში: https://cutt.ly/0nl7juR
  • დაიწყო პითონის კურსები მოსწავლეებისთვის, უკვე მესამე ჯგუფს ასწავლის https://cutt.ly/onl7Q33
  • ორგანიზება გაუწია გუგლის საერთაშორისო კონკურსისთვის – Google Solution Challenge-ში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტური გუნდის მონაწილეობას https://cutt.ly/Pnl7Uq7
  • იხელმძღვანელა კოტლინის სასწავლო კურსს ილიაუნის სტუდენტებისთვის: https://cutt.ly/Cnl7inH
  • შექმნა საკუთარი სტარტაპი Elara Tech : www.elaratech.org.

2021 წელი