ილიაუნი ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელს ქმნის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორგანიზაციის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით იწყებს პროექტს „ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელი“. პროექტს მართავს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. ის მიზნად ისახავს შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებას ევროკავშირის სექტორის რეფორმის შესრულების ხელშეკრულების შესაბამისად (SRPC). პროექტის მთლიანი ღირებულებაა 820,000.00 ევრო, ევროკავშირის შენატანი კი 656,020.00 ევროა. პროექტი ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის,…