26 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლა აბიტურიერიენტებისთვის პირველ Live-საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.
შეხვედრაზე გაეცნობით ტექნოლოგიის სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ ინფორმაციას.
„რა არის სამოქალაქო ინჟინერია? ყველაფერი, რასაც ირგვლივ ვხედავთ, სამოქალაქო ინჟინერიაა: გზები, აეროპორტები, პორტები, შენობა-ნაგებობები. სამოქალაქო ინჟინერია სოლიდური პროფესიაა, პროფესია, რომლის ათვისების შემდეგ ყოველთვის შეძლებთ დასაქმებას“ – მაიკლ სონდერსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის ხელმძღვნელი
ვის შეხვდები Live-საინფორმაციო შეხვედრაზე?
შეხვედრაზე მომავალ პროფესიაზე, პროგრამის სტრუქტურასა და სწავლების მეთოდოლოგიაზე გესაუბრებიან:
- მაიკლ სონდერსი, ტექნოლოგიის სკოლისა და სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის ხელმძღვანელი;
- ვახტანგ ბალავაძე, ბიზნესის, ტექნოლოგიის და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
ტექნოლოგიის 7-კვირიანი საორიენტაციო პროგრამის შესახებ
შეხვედრებზე, რომლებიც ჩატარდება ტექნოლოგიის სკოლის საორიენტაციო 7-კვირიანი საორიენტაციო პროგრამის ფარგლებში, დეტალური განრიგი მალე გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე,
- გაიცნობთ პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;
- მიიღებთ ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
- შეხვდებით პროფესორებს, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;
- გაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
- გაეცნობით უნივერსიტეტში არსებულ რესურსებსა და ლაბორატორიებს;
- მიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ, რომელსაც სწავლების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს;
- შეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
გელოდებით კომპიუტერული მეცნიერებებით, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიით, სამოქალაქო ინჟინერიით, არქიტექტურით, მათემატიკით დაინტერესებულ მოსწავლეებს.
შემოგვიერთდი Live-საინფორმაციო შეხვედრებზე, დაგვისვი შენთვის საინტერესო შეკითხვები და მიიღე ამომწურავი პასუხები.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
დრო: 26 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)
2020