26 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ოლეგ შატბერაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ეროვნული კვლევითი სისტემა ევროინტეგრაციის ჭრილში: სად ვართ და სად მივდივართ?“
თემის მოკლე მიმოხილვა
მომხსენებელი ისაუბრებს აღმოსავლეთის პარტნიორობის 10-წლიანი ციკლის დასრულებასა და შემდგომი ციკლის დაგეგმვაზე, რომელშიც ქართული მეცნიერების ინტერესები უკეთ უნდა იყოს ასახული. ის ემთხვევა საქართველოში ახალი საარჩევნო პერიოდის დაწყებას და მიზნად ისახავს მასში მეცნიერების პრობლემების ადეკვატურ წარმოჩენას.
მომხსენებლის შესახებ
ოლეგ შატბერაშვილი, მეცნიერების დოქტორი ფიზიკის დარგში, 28 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციისა და ტექნიკურ-ეკონომიკურ გამოკვლევათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს (ტექინფორმი). მუშაობდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო კომიტეტში. დამოუკიდებელ საქართველოში მოქმედი რამდენიმე სამსახურის დაფუძნების ინიციატორი და მათი კონცეფციის თანაავტორია (საქართველოს საპატენტო სამსახური, პარლამენტის კვლევითი სამსახური, სამთავრობო საინოვაციო საბჭო და სხვა). მისი კვლევითი ინტერესის სფეროა სამეცნიერო და საინოვაციო პოლიტიკა, აგრეთვე ევროინტეგრაციის პროცესები. ამჟამად ასოციაცია „ევროპული კვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“ თავმჯდომარე და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრი, პროგრამა „ჰორიზონტი 2020“-ის აქტიური მონაწილეა.
დრო: 26 დეკემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.