ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა განაგრძობს საორიენტაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისთვის.
6 თებერვალს, 14:00 საათზე, გაიმართება შეხვედრა ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამების დამსაქმებელთან.
შეხვედრის პირველ ნახევარში თქვენ მიიღებთ ინფორმაციას პროგრამების დასაქმების სფეროების შესახებ, გაიცნობთ სფეროს დამსაქმებლებს და გაეცნობით ინფორმაციას ტექნოლოგიების სკოლისა და სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლობის შესახებ.
მეორე ნაწილი კი პროგრამის ხელმძღვანელებსა და დამსაქმებლებთან ერთად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება, თქვენთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ.
დასაქმების პერპექტივების, პროგრამის სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და შესაძლებლობების შესახებ გესაუბრებიან:
- მაიკლ სანდერსი, სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისა და ტექნოლოგიების სკოლის ხელმძღვანელი;
- ვახტანგ ბალავაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- დავით ჭელიშვილი,კომპანია Domson’s Engineering&Construction-ის საინჟინრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მთავარი საოპერაციო ინჟინერი.
- პაატა ტრაპაიძე- კომპანია Caucasus Road Project Ltd.- ის დამფუძნებელი და მმართველი
- ვლადიმერ შონია – კომპანია Saunders Group Ltd მმართველი დირექტორი
- ლაშა ფორჩხიძე- კომპანია კუბიკონის ტექნიკური ოპერაციების მენეჯერი
გაიცანით პროგრამის პარტნიორები და მომავალი დამსაქმებლები, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: shorturl.at/hjoC8
ტექნოლოგიების სკოლა გთავაზობთ 7-კვირიან შეხვედრებს, რომლებზეც
- შეხვდებით პროგრამის პარტნიორებსა და მომავალ დამსაქმებლებს;
- გაეცნობით ინფორმაციას საერთაშორისო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ;
- შეხვდებით პროფესორებს, რომლებიც ტექნოლოგიების სკოლაში ასწავლიან;
- გაიგებთ მეტს დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ;
- გაეცნობით უნივერსიტეტის რესურსებსა და ლაბორატორიებს;
- მიიღებთ ინფორმაციას პრაქტიკული კომპონენტის შესახებ, რომელსაც სწავლების პროცესში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს;
- შეხვდებით და გაიცნობთ ჩვენი პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
7-კვირიანი პროგრამის განრიგი იხ. ბმულზე – https://bit.ly/36joixQ
საორიენტაციო შეხვედრების ციკლის პირველი Live-საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის: ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო პროგრამები იხ. ბმულზე – https://bit.ly/2NETFwy
დრო: 6 თებერვალი, 14:00 საათი
ადგილი: Zoom (რეგისტირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე)