9 თებერვალი უსაფრთხო ინტერნეტის დღეა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა და ფაბლაბ ილიაუნი გთავაზობთ ლაივშეხვედრას თემაზე: „ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება”.

შეხვედრაზე სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი გიორგი იაშვილი და ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების თანადამფუძნებელი ლილი ფულარიანი ისაუბრებენ შემდეგ თემებზე:

● კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა და გამოწვევები დღეს;
● ინტერნეტის საფრთხეები და როგორ დავიცვათ თავი მათგან;
● კიბერუსაფრთხოება, როგორც პროფესია;
● თინეიჯერების უსაფრთხოება ინტერნეტის გამოყენებისას, კიბერბულინგი და მისგან თავდაცვა;
● რას უნდა მიაქციონ ყურადღება მოზარდების მშობლებმა.

მომხსენებლების შესახებ

გიორგი იაშვილი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიის სკოლის კიბერუსაფრთხოების ლექტორი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
ლილი ფულარიანი – ციფრული მედიის ექსპერტი, ორგანიზაციის „ციფრული ცოდნის გამავრცელებელი ქალების“ თანადამფუძნებელი.

დრო: 9 თებერვალი, 20:00 – 21:00 საათი
ადგილი: ტექნოლოგიების სკოლის ფეისბუქლაივი

2021