19-20 დეკემბერს, სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა ERASMUS+ის პროექტ CONNECT-ის ფინალური ეტაპის – „ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსის“ ღონისძიება. ევროკავშირის აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციურ სამეწარმეო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ურთიერთობის განმტკიცებას უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიებს შორის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტული უნარების განვითარებას.
ფინალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოლდოვის, სომხეთის და საქართველოს ბიზნეს იდეების ეროვნულ კონკურსებში გამარჯვებულმა წარმომადგენლებმა. ფინალში ჟიურიმ გამოავლინა საერთაშორისო ღონისძიების გამარჯვებული კონკურსანტები. პირველი ადგილი მიენიჭა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს – გიორგი ხურციძეს, ცოტნე მაჭარაშვილს და თენგიზ ენდელაძეს.
2023