2024 წლის 10 იანვარს Startup Grind Iliauni და პრეაქსელერატორი Zoomout წარმოგიდგენთ შეხვედრას გიორგი ჩუგოშვილთან, თემით “ბაზარზე გასვლის სტრატეგიები Phubber-ისა და Retain-ის მაგალითზე”.
გაიგე, როგორი გზა განვლო და რა გამოცდილება დააგროვა გიორგიმ და მისმა გუნდმა საქართველოს, უკრაინისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე ექსპანსიის მაგალითზე.
Phubber: ციფრული პლატფორმა შოპინგისთვის, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი გარდერობი ონლაინმაღაზიად აქციოს. ის 2019 წლიდან არსებობს და დღეს საქართველოში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველაზე დიდი ონლაინმაღაზიაა.
Retain: უკუკავშირის ფორმა, რომელსაც მარტივად მიაქვს მომხმარებლის ხმა სათაო ოფისამდე.
შეხვედრის დრო: 19:30 საათი 10 იანვარი, 2024 წელი
შეხვედრის ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსი, 106 აუდიტორია
დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/dQXNGWmEYcmRL5GX8
სამუშაო ენა: ქართული
2023