მიმდინარე წლის 5-6 დეკემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ERASMUS+ის პროექტ CONNECT-ის ფინალური ეტაპის – „საქართველოში ბიზნეს იდეების ეროვნული კონკურსის“ ღონისძიება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Antogy Managment(საბერძნეთი), FABLAB ILIAUNI და Smart Café.
პროექტი „ჭკვიანი სამეწარმეო თანამშრომლობისა და სტუდენტების კონკურენტული ინტელექტის მეშვეობით უნივერსიტეტების და ინდუსტრიების დაკავშირება მოლდოვაში, საქართველოსა და სომხეთში“ მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინოვაციურ სამეწარმეო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ურთიერთობის განმტკიცებას უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიებს შორის, აგრეთვე სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კონკურენტული უნარების განვითარებას.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრეინინგები ბიზნესის იდეების გენერირების, ფიჩის მომზადების და ბიზნეს იდეის წარდგენის კუთხით.
ღონისძიების ფინალში ჟიურიმ გამოავლინა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამარჯვებული კონკურსანტები, რომლებიც მიმდინარე თვეში გაემგზავრებიან ქ. სოფიაში(ბულგარეთი) ბიზნეს იდეების საერთაშორისო ფინალურ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
2023