საქართველოს ბანკი სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის.
კონკურსი გულისხმობს მინიმუმ 5 სტუდენტის სწავლის ერთი წლის საფასურის მთლიანად ან ნაწილობრივ დაფინანსებას.
სტიპენდია ცხადდება შემდეგ პროგრამებზე:
- ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამები.
- ტექნოლოგიების სკოლის სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა.
- ტექნოლოგიების სკოლის კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა.
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტი უნდა იყოს:
- საქართველოს მოქალაქე;
- უნდა ჰქონდეს აქტიური სტატუსი.
- უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (91 ქულა და ზევით).
პროგრამაში მონაწილეობას ვერ შეძლებენ ის სტუდენტები, რომლებიც ფლობენ 100%-იან სასწავლო გრანტებს ან მათი სწავლის საფასური 100%-ით დაფინანსებულია რომელიმე სხვა წყაროდან.
აპლიკაციების მიღება:
დაინტერესებულ მონაწილეებს განაცხადის გამოგზავნა შეუძლიათ ა.წ. 10 დეკემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე info@iliauni.edu.ge
მეილის საგანში მითითებული უნდა იყოს „საქართველოს ბანკის პროგრამის საკონკურსო განაცხადი“.
სტუდენტები, რომლებიც აღნიშნულ ვადაში გამოაგზავნიან განაცხადებს, გაივლიან ინტენსიურ ტრეინინგს: „იდეათონი: ნულიდან იდეამდე“, სადაც დაეუფლებიან სტარტაპ იდეის შექმნის ტექნიკას და პრეზენტაციის უნარებს.
- რეგისტრაციისთვის იხ. ბმული https://forms.gle/EPVjpU1qUeCaLsY47
- ტრეინინგზე რეგისტრაციის ბოლო ვადა – 10 დეკემბერი.
ტრეინინგის გავლის შემდეგ სტუდენტებმა საკუთარი იდეა /პროექტი უნდა წარადგინონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის წარმომადგენელთა წინაშე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.ბმული https://bit.ly/3PHBO4q?r=qr
2023