29 აპრილს, 20:00 საათზე, ფაბლაბ ილიაუნი და ზუმაუთი დისტანციურად, ზუმის პლატფორმის საშუალებით, გამართავს საინფორმაციო შეხვედრას მათი საქმიანობისა და დანიშნულების შესახებ.
ფაბლაბ ილიაუნი არის ლაბორატორია, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტებმა, ისევე, როგორც ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, და თავიანთი ინოვაციური იდეების პროტოტიპები შექმნან კვალიფიციური პერსონალისა და თანამედროვე დანადგარების დახმარებით. ფაბლაბი, რომელიც 2014 წელს შეიქმნა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო კონკურსის შედეგად, პირველი ქართული ფაბლაბი იყო მსოფლიო რუკაზე.
Zoomout / ზუმაუთი, პირველი ქართული საუნივერსიტეტო პრეაქსელერატორი, როგორც ახალგაზრდულ, ისე სტუდენტურ სტარტაპებს ეხმარება იდეების გენერირებაში, პროდუქტის შექმნასა და ბრენდირებაში და, რაც მთავარია, ინვესტორებისა და გლობალური აქსელერატორების წინაშე წარდგენაში, რათა სტარტაპებს მსოფლიოს წამყვან აქსელერატორებში მუშაობის გაგრძელების საშუალება მიეცეთ.
შეხვედრაზე გაიგებთ მეტს Fablab-ისა და Zoomout-ის საქმიანობის, მათი პროექტების შესახებ, რომლებიც განკუთვნილია როგორც სტუდენტებისთვის, ისე სკოლის მოსწავლეებისთვის. შეიტყობთ, როგორ შეიძლება მათი მომსახურებით სარგებლობა, ასევე განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრის სპიკერი:
ფაბლაბ ილიაუნის მენეჯერი ავთანდილ მღებრიშვილი
მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული სტარტაპერები, რომლებმაც საქმიანობა ფაბლაბ ილიაუნისა და ზუმაუთის დახმარებით დაიწყეს და განვითარდნენ.
საკუთარ გამოცდილებას გაგვიზიარებენ:
- WoodTiness ვუდთინს-ის დამფუძნებელი თამთა მოსიაშვილი;
- Ship Chain-ის დამფუძნებლები: ნატო სამხარაძე, გოგიტა პაპალაშვილი.
გექნებათ შესაძლებლობა, დასვათ თქვენთვის საინტერესო შეკითხვები და მონაწილეებისგან მიიღოთ ამომწურავი პასუხები.
გელოდებით ყველას, ვინც დაინტერესებულია ფაბლაბ ილიაუნისა და ზუმაუთის საქმიანობით და, ზოგადად, ტექნოლოგიური სფეროთი, 29 აპრილს, 20:00 საათზე, ფეისბუქლაივში.
დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე – https://forms.gle/urk79hJdnMJSYXci8
დრო: 29 აპრილი, 20:00 საათი
ადგილი: Zoom (რეგისტრირებული მონაწილეები მიიღებთ ბმულს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო მისამართზე)