თუ ხარ 16 წლის ან მეტის, იცი ან გაინტერესებს, როგორ იქმნება ციფრული თამაშები, მონაწილეობა მიიღე თამაშების შექმნის ჰაკათონში Game Jam Iliauni!

მონაწილენი 48 საათის განმავლობაში შეეჭიდებით ამოცანებს ერთ კონკრეტულ თემაზე და იმუშავებთ ციფრული თამაშის შექმნაზე.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა!

Global Game Jam ყოველწლიური ჰაკათონია, რომელზეც გუნდები ციფრული თუ არაციფრული თამაშების შექმნაში ეჯიბრებიან ერთი კონკრეტული თემის გარშემო.

Global Game Jam ყოველ წელს გვთავაზობს სხვადასხვა ამოცანას/თემატიკას, რომელზეც მონაწილეები ქმნიან თამაშებს.

წლის თემა ღონისძიების დაწყების დღეს გახდება ცნობილი.

Game Jam-ისთვის შერჩეული მონაწილეებისთვის წაიკითხავენ თემატურ მოხსენებებს, გაიმართება მენტორინგი და ვორკშოპები, რომლებზეც გეიმინგ დეველოპმენტის სხვადასხვა მიმართულების ექსპერტები ცოდნასა და გამოცდილებას გაგიზიარებენ.

Game Jam Iliauni ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართება 26-28 იანვარს თამაშების შექმნის გლობალური ჰაკათონის Global Game Jam-ის ფარგლებში.


რეგისტრაცია:

რეგისტრაცია შეგიძლიათ ინდივიდუალურად და გუნდის სახით.

გუნდის წევრთა მინიმალური რაოდენობა 2 პირია, მაქსიმალური კი – 5.

(ინდივიდუალურად რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილეები ჰაკათონის მიმდინარეობისას დაჯგუფდებიან და/ან შეძლებენ წევრების დამატებას).

გუნდის არსებობის შემთხვევაში განაცხადს ავსებს ერთი წარმომადგენელი, რომელიც ფორმაში უთითებს ყველა წევრის საკონტაქტო ინფორმაციას.

ინგლისური ენა უნდა იცოდეს გუნდის ერთმა წევრმა მაინც, რომ თითოეულმა გუნდმა იდეა Global Game Jam-ის ოფიციალურ გვერდზე წარადგინოს.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/cvTDaq96oopVsvSa6

რეგისტრაცია სრულდება 24 იანვარს, 23:59 საათზე.


ფორმატი:

ჰაკათონი გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 26 იანვარს გაიხსნება და დასრულდება 28 იანვარს.

შერჩეულ კანდიდატებს უნდა გქონდეთ საკუთარი კომპიუტერი.

უნივერსიტეტი მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო ადგილითა და საკვებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge

2024