23 იანვარს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა MIT – Massachusetts Institute of Technology-ის სტუდენტებთან.

შეხვედრის მთავარი თემაა Reinforcement Learning.

მომხსენებლები დამსწრეთ გააცნობენ ინფორმაციას აღნიშნული სფეროს შესახებ, ისაუბრებენ აპლიკაციებზე, რომლებიც ამ სფეროში ვითარდება, ასევე პრაქტიკულ მაგალითებზე.

შეხვედრა ეწყობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრისა და ილიაუნის ტექნოლოგიების სკოლის ორგანიზებით, GITA • Tech Park-თან თანამშრომლობით.

მომხსენებლები:

  • რაიან დე ფრეიტას ბარტი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის აეროკოსმოსური ინჟინერიის დოქტორი
  • მერიენ რუი მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ელექტრული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების დოქტორი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 იანვარი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს წინასწარი რეგისტრაციით ბმულზე: https://forms.gle/hwjQNBiBX4Lvs3YXA

2024