ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი გარე მობილობას აცხადებს შემდეგ პროგრამებზე:

პროგრამა საფეხური ადგილების რაოდენობა
ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი) (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო 20
ბიზნესის ადმინისტრირება (ტურიზმი) (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო 10
ბიზნესის ადმინისტრირება (საბანკო და საფინანსო საქმე) (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო 7
სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო 7
სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) საბაკალავრო 8
კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი) საბაკალავრო 8
მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) საბაკალავრო 5
თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები სამაგისტრო 5
პროგრამული ინჟინერია სამაგისტრო 5

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის მობილობის წესით ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველ პირთათვის რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 12 სექტემბრიდან 16 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, E კორპუსი, 207 ოთახი

რეგისტრაციისთვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ უნივერსიტეტის რექტორს,  განცხადებაში მითითებული უნდა იყოს  ფაკულტეტის დასახელება, რომელზეც სტუდენტმა მოიპოვა მობილობის წესით ჩარიცხვის უფლება და იმ პროგრამის სახელწოდება/მიმართულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელზეც სურს ჩარიცხვა. განცხადებას თან უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტები:

ა)ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;

ბ)სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი)(განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

გ)ცნობა გაცემული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 2024 წლის 19 აგვისტოს შემდეგ (სტუდენტის სტატუსის, სასწავლო პროგრამის დასახელების, და მის მიმართ გამოცემული სამართლებრივი აქტების მითითებით);

დ) სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია);

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);

ვ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ორივე გვერდი). უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ზ)სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;

თ)ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელ. ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

ი) სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში ცნობა გაცემული შესაბამისი ორგანოდან.

ბიზნესის ადმინისტრირება (საბანკო და საფინანსო საქმე) (ძირითადი სპეციალობა) პროგრამაზე მობილობის მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მათემატიკა და საბუთების შემოტანისას უნდა წარმოადგინოს ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მათემატიკის წარმატებით ჩაბარების შესახებ.

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გარე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ ქვემოთ მითითებულ პროგრამის წინაპირობებს და სავალდებულოა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარმოადგინოს ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ქვემოთ მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

ა) სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)

პროგრამაზე მობილობის მსურველს * გადალახული უნდა ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში:  ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%;*  უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge

ბ) სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)

პროგრამაზე მობილობის მსურველს გადალახული უნდა ჰქონდეს მინიმალური კომპეტენციის შემდეგი ზღვრები: ინგლისური ენა – 40%; ქართული ენა – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი მინიმალური ზღვარი; მათემატიკა ან ფიზიკა 40%.

გ) კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)

პროგრამაზე მობილობის მსურველს * გადალახული უნდა ჰქონდეს კომპეტენციის მითითებული ზღვრები შემდეგ საგნებში:  ინგლისური ენა – 70%, მათემატიკა ან ფიზიკა – 40%;   უნდა ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა. ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge

დ) მათემატიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ მობილობის მსურველს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი საგანი: მათემატიკა, გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია ან ბიოლოგია.  2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი –  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული “ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები.

ე) თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები (სამაგისტრო პროგრამა)

პროგრამაზე მობილობის მსურველმა უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა. ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge

ვ) პროგრამული ინჟინერია

პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება. და ინგლისური ენის ცოდნის  დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს სერტიფიკატით  ან შემოწმდეს უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ. ინფორმაცია გამოცდის შესახებ განთავსებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.iliauni.edu.ge

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ტექნოლოგიის სკოლის საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამებზე: “კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა)” და „სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) (ინგლისურენოვანი)“ აგრეთვე, სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამაზე: „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“  მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება გასაუბრების ფორმატით და მის ძირითად მიზნად განსაზღვრულია დარგობრივი ცოდნისა და მოტივაციის შეფასება. ამასთან, სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამაზე პროგრამული ინჟინერია ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმატით, ამასთან, აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნის დადასტურება (მინიმუმ B2 დონე). ენის ფლობა შეიძლება დადასტურდეს სერტიფიკატით ან შემოწმდეს უნივერსიტეტის ენების ცენტრის მიერ.
  • საბაკალავრო საგანმანთლებლო პროგრამებზე: „კომპიუტერული მეცნიერება (ძირითადი სპეციალობა)“„სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა)(ინგლისურენოვანი)“, აგრეთვე, სამაგისტრო საგანმანთლებლო პროგრამებზე:  „პროგრამული ინჟინერია” და „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები” , მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთათვის შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება 17 სექტემბერს,
  • შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსის 206 ოთახში.
  • დეტალური ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის დროის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 16 სექტემბრის 18:00 საათისა.
  • შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება  არაუგვიანეს 17 სექტემბრის 18:00 საათისა.
  • მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველებმა საპრეტენზიო განაცხადები ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტზე უნდა გადმოაგზავნონ შემდეგ ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge 18 სექტემბრის 18:00 საათის ჩათვლით.
  • განმეორებითი გამოცდის თარიღია 19 სექტემბერი.
2024