ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობა:

აპლიკანტს საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გადალახული უნდა ჰქონდეს ნებისმიერი სამი კომპონენტი

ბიზნესის სკოლა

ტექნოლოგიის სკოლა

განათლების სკოლა


რეგისტრაციის ვადები და პროცედურა

მაგისტრანტობის კანდიდატების ელექტრონული რეგისტრაცია იწარმოებს 2024 წლის 12 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე: https://argus.iliauni.edu.ge/ka/registration/masters

რეგისტრაციის ბაზა გააქტიურდება 12 აგვისტოს. ბაზაში შეყვანილი მონაცემების სიზუსტეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი.

რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველმა მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის მოწმობის ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) 2024 წლის სამაგისტრო საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;

გ) ფოტოსურათი;

დ) უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი  განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის ასლი;

ე) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, შესაძლოა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი, სადაც მითითებული უნდა იყოს მინიჭებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია და კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი.

ვ) სამხედრო  აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

გაითვალისწინეთრომ ერთი პირადობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელშესაბამისად რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი ფაკულტეტი და პროგრამა და ისე გამოაგზავნეთ განაცხადიგანაცხადის გამოგზავნის შემდეგ ფაკულტეტს და პროგრამას ვეღარ დაამატებთ

რეგისტრაციისას ასატვირთი დოკუმენტების ჩამონათვალი სამაგისტრო პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.


შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების განრიგი

ინგლისური ენის გამოცდების განრიგი

შიდა საუნივერსიტეტო სპეციალობის გამოცდებისა და გასაუბრებების განრიგი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, საბანკო და საფინანსო საქმე) – 2024 წლის 2 სექტემბერი – ქეისი
  • ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი – 2024 წლის 2 სექტემბერი – ქეისი  2024  წლის 4,5,6  სექტემბერი ზეპირი გამოცდა
  • MBA (ENG) – 2024 წლის 2 სექტემბერი – ქეისი
  • საზოგადოებრივი ურთიერთობები – 2024 წლის 5 და 6 სექტემებრი – ზეპირი გამოცდა

დამხმარე ლიტერატურა საზოგადოებასთან ურთიერთობა: სტრატეგია და ტაქტიკა – დენის ლ. უილკოქსი გლენ ტ. კამერონი.

დამხმარე ლიტერატურა  კანონი ზოგადი განათლების შესახებ/უმაღლესი განათლების შესახებ

დეტალური ინფორმაცია ინგლისური ენის გამოცდის, შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების, დროის და ადგილმდებარეობის  შესახებ უნივერსიტეტის ვებ  გვერდზე განთავსდება არაუგვიანეს 1 სექტემბრისა.


პირველადი შედეგების გამოქვეყნებააპელაციის პროცედურა და საბოლოო შედეგები

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები შიდა გამოცდების პირველადი შედეგები უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2024  წლის სექტემბერს

მაგისტრობის კანდიდატებმა საპრეტენზიო განაცხადები უნდა გადმოაგზავნონ 2024  წლის 9 და 10 სექტემბერს 18 საათის ჩათვლით, ელ. მისამართზე bte@iliauni.edu.ge .

ზეპირი გამოცდების სააპელაციო განრიგი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2024 წლის 11 სექტემბერს.

განმეორებითი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 12 სექტემბერს.

მაგისტრობის კანდიდატთა რეიტინგული სიები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები) უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება 2024 წლის 13 სექტემბერს.


ხელშეკრულებების გაფორმება

მაგისტრობის კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება შემდეგი გრაფიკით:

ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 14 და 16 სექტემბერი,

სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2024 წლის 17 სექტემბერი,

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტი დადგენილ ვადაში არ წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს, მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანება გამოცხადდება ძალადაკარგულად.


დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ 
ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს
032 2 22 00 09 (180)

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებებს!