20 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლამ უმასპინძლა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ხელმძღვანელ ზურაბ კერვალიშვილსა და კონსულტანტ მაია ჩიტაშვილს.
შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ, განვითარების სამსახურის უფროსმა ქეთევან დარახველიძემ და განათლების სკოლის წარმომადგენლებმა – სოფიკო ლობჟანიძემ, მაკა კორძაძემ, მანანა რატიანმა, ეკა სლოვინსკიმ – სტუმრებს გააცნეს უნივერსიტეტის, კერძოდ განათლების სკოლის, საქმიანობა, ისაუბრეს იმ მიღწევებსა და გამოწვევებზე, რომლებიც დგას სკოლის წინაშე, იმსჯელეს თანამშრომლობის გზებზე.
2022 წელი