28 იანვარს, 18:00 საათზე, T 102 საკონფერენციო დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება FrontSpot საქართველოს სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრას გამართავენ
ზურაბ საფირაშვილი – Lead Software Engineer – Building a Backend in Record Time: A No-Code Approach
მოხსენების თემა: „Backend აპლიკაციის შექმნა რეკორდულ დროში: No-Code მიდგომა“
შეხვედრაზე ნახავთ, როგორ შეიძლება შეიქმნას ხარისხიანი Back-End აპლიკაცია კოდის გარეშე. სადემონსტრაციოდ აიწყობა მრავალოთახიანი chat აპლიკაცია Graphql და Docker-ზე, ასევე მომხმარებლის მიერ დემონსტრირებული იქნება უფლებებისა და როლების მენეჯმენტი.
გიორგი ფეიქრიშვილი – Lead Software Engineer – Maximizing AWS Lambda Performance: Best Practices and Tips
მოხსენების თემა: „AWS Lambda-ს წარმადობის ოპტიმიზაცია: საუკეთესო მიდგომები და რჩევები“
შეხვედრაზე გაეცნობით AWS Lambda-ის ფუნქციების ოპტიმიზაციის მიდგომებსა და რჩევებს. გავივლით შემდეგ საკითხებს: მეხსიერების გამოყოფა, ე.წ. “Cold start”, კონკურენტული მოთხოვნები და ე.წ. “External API call”.
მონაწილეებს შეხვედრაზე დახვდებათ JS ქვიზი და საჩუქრები.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://bit.ly/3kjqP51
ივენთის ლინკი: https://bit.ly/3wfDBV9
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 28 იანვარი, 18:00-20:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, T 102 აუდიტორია
2023