2 დეკემბერს, 20:00 საათზე IEEE ილიას სლმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური წარმომადგენლობის ორგანიზებით, NOKA.Technology-ის ელექტრონული დიზაინის ინჟინერი რამაზ ჯავახიშვილი დისტანციურ ფორმატში გამართავს შეხვედრას თემაზე: როგორ შევქმნათ აპარატურული უზრუნველყოფის სტარტაპი.

თუ გსურთ აპარატურული უზრუნველყოფის (Hardware) მოწყობილობის წარმოება, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო, მაშინ ეს შეხვედრა შენთვისაა.

შეხვედრაზე განსახილველი თემები

  • აპარატურული უზრუნველყოფის პროდუქტის შექმნა;
  • სტარტაპის განვითარება;
  • აპარატურული უზრუნველყოფის სტარტაპის სპეციფიკა.

მომხსენებლის შესახებ

რამაზს დიდი გამოცდილება აქვს აპარატურული უზრუნველყოფის სტარტაპების წამოწყებაში. მან დააარსა კომპანია Farco, რომელიც ნერგავს ფერმისა და სასათბურე მეურნეობის მართვის თანამედროვე სისტემას. სისტემა რომელიც შესაძლებელს ხდის მუდმივ რეჟიმში მონაცემების მუდმივ მონიტორინგს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

ამასთან იგი არის ელექტრონიკის შემეცნებითი პორტალის, tron.ge-ის, შემქმნელი. პორტალი  დამწყებ და მოყვარულ ინჟინრებს ელექტრონიკის შესწავლისა და საინტერესო პროექტებთან შეჭიდების საშუალებას აძლევს.

დრო: 2 დეკემბერი, 20:00საათი

დასწრება: თავისუფალი, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/T7NKP3bWdxTaSb8dA

რეგიტრაციის ბოლო ვადა: 2 დეკემბერი, 19:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)