სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის, ტექნოლოგიების სკოლაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- საგანმანათლებლო პროგრამების (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) მუდმივი შეფასება, განახლებისა და გაუმჯობესებისათვის საჭირო რეკომენდაციების შემუშავება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტებისა და მარეგულირებელი დოკუმენტების გათვალისწინებით, ცვლილებების განხორციელება;
- ახალი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავების პროცესში ჩართულობა;
- საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასში შემავალი სასწავლო კომპონენტების ცვლილების პროცესში ტექნოლოგიების სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან კომუნიკაცია და განხორციელებული ცვლილებების ასახვა სილაბუსებსა და პროგრამულ დოკუმენტებში, ასევე – არჩევანის გარემოს უზრუნველყოფის სისტემაში: „არგუსი“;
- საჭიროების შემთხვევაში სტუდენტთა კონსულტირება მათი განვლილი კურსებისა და პროგრამის მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისობის დადგენის მიზნით;
- საჭიროების შემთხვევაში, სტუდენტთა ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავება და მათი წარდგენა ფაკულტეტის საბჭოსათვის; შიდა და გარე მობილობის პროცესში, საკონსულტაციო და ყოველი სემესტრის დასაწყისში სტუდენტთა სტატუსის აღდგენის, სწავლის გაგრძელებების და სხვა ტიპის დასკვნების მომზადება და გაცნობა სტუდენტებისათვის;
- საერთაშორისო სტუდენტების მობილობისა და ჩარიცხვის პროცესში, მათთვის აღიარებისა და შესაბამისი დასკვნების, ხელშეკრულების მომზადება და გაცნობა სტუდენტისათვის;
- დამასრულებელი კურსის სტუდენტთა კვალიფიკაციების მინიჭების პროცესის წარმართვა და მათთვის გავლილი კრედიტების დალაგება;
- სწავლა/სწავლების პროცესის ხარისხის შეფასება/ანალიზი და მისი შესაბამისობის დადგენა სასწავლო პროგრამებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების შინაარსთან;
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის-დიპლომის დანართის მომზადებაში მონაწილეობა;
- საგანმანათლებლო პროგრამების შიდა თვითშეფასების პროცესის ორგანიზება, შესაბამისი მონაცემების დამუშავება და პროცესის ყველა ეტაპზე, პროგრამის ხელმძღვანელსა და სამუშაო ჯგუფთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint) და google drive-თან მუშაობის გამოცდილება;
- ავტორიზაციის სტანდარტებთან სამსახურებრივი კომპეტენციის მიხედვით შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- აკრედიტაციის სტანდარტებთან ფაკულტეტზე არსებული პროგრამების შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების უზრუნველყოფა;
- უმაღლესი განათლებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო, კანონქვემდებარე აქტებისა და უნივერსიტეტის რეგულაციების ცოდნა;
ქცევითი კომპეტენციები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ანალიტიკური აზროვნების და კომპლექსური ხედვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- სიახლეებისადმი ღიაობის უნარი;
- პუნქტუალობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ემოციების მართვის უნარი;
- ეთიკურობა და კეთილსინდისიერება.
- კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ.ჩოლოყაშვილის 3/5
- სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40 საათი);
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:
- წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
- ტესტირება (IQ -ტესტი);
- ინგლისური ენის ტესტი (სერტიფიკატის არარსებობის შემთხვევაში);
- გასაუბრება.
კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:
- რეზიუმე (CV);
- უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები;
- სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, თუ როგორ პასუხობს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას);
- აუცილებელია მინიმუმ ორი რეკომენდატორის მონაცემების მითითება.
აღნიშნული პოზიციით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „ტექნოლოგიების სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი“
დაკავშირება მოხდება კონკურსის პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებთან სატელეფონო ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!
თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.
2023