ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბის ახალი ლიდერია მარიამ გიგაური.
მარიამი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების მეოთხე კურსის სტუდენტია.
ასევე ასწავლის ელექტრონიკასა და პროგრამირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ამერიკის საელჩოს მიერ უფროსკლასელი გოგოებისთვის ორგანიზებულ საინჟინრო სკოლაში, რომელსაც უკვე 150 კურსდამთავრებული ჰყავს.
მარიამს უყვარს ფიზიკა და მონაწილეობს კვლევებში, რომელთაგან ერთ-ერთი გერმანიაში, შტუტგარტის კონფერენციაზე აქვს წარდგენილი, ხოლო მეორეზე ამჟამად მუშაობს.
Google-ის დეველოპერების სტუდენტური კლუბი (Google Developers Student Club) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი Iliauni-ში 2020 წელს ჩამოყალიბდა კომპიუტერული ინჟინერიის სტუდენტის, ნეგარ ვაჰიდის ინიციატივით. კლუბი განკუთვნილია ტექნოლოგიით დაინტერესებული, ინოვაციური ეკოსისტემის შექმნაზე ორიენტირებული სტუდენტებისთვის, რომლებიც თავიანთი იდეების განხორციელებას ცდილობენ.
კლუბის შესახებ:
კლუბი მიზნად ისახავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულთათვის პროგრამირებასა და ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ექსტრაკურიკულურ აქტივობას. ისინი ჩატარდება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის.
კლუბის წევრობა შეუძლია Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს. გასაწევრიანებლად დაელოდეთ სააპლიკაციო ფორმას, რომელიც 16 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნდება.
2021