ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ლიზი კვირიკაშვილი საქართველოდან IEEE-ის მეწარმეობის ინიციატივის ელჩად (IEEE Entrepreneurship Initiative Ambassadors) დასახელდა.
ლიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „ენერგიის მენეჯმენტი და მინერალური რესურსების მდგრადი განვითარება“ სტუდენტია. მან სამჯერ გაიარა ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამა: ორჯერ ესპანეთში (ბასკეთისა და ვალიადოლიდის უნივერსიტეტები) და პოლონეთში (ვარშავის სიცოცხლის მეცნიერების უნივერსიტეტი), სადაც ამჟამად განაგრძობს მეორე სემესტრს.
2021 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით იგი გაწევრიანდა IEEE-ში და შეუერთდა ილიაუნის IEEE სტუდენტურ კლუბს.
ლიზის უყვარს ფორტეპიანოზე სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოების შესრულება, მუშაობს ხელნაკეთ ნივთებზე და მრავალფეროვანი თავგადასავლების ძიებაში ინტენსიურად დადის სალაშქროდ თუ სამოგზაუროდ.
IEEE-ს შესახებ:
IEEE, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესიული ორგანიზაცია მსოფლიოს გარშემო ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით, 400000-ზე მეტ ინჟინერს აერთიანებს და მნიშვნელოვანი სივრცეა თანამშრომლობისთვის, იდეების გაზიარებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური სფეროს ცვლილებებისთვის.
მეწარმეობის ინიციატივის ელჩების პროგრამა 2018 წელს დაიწყო. Მას ხელმძღვანელობს “IEEE რეგიონი 8”-ის ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეობის ეკოსისტემას განვითარებას. “IEEE რეგიონი 8” მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას.
ლიზი კვირიკაშვილი, როგორც IEEE-ის ერთადერთი ელჩი საქართველოდან მეწარმეობის ინიციატივის მიმართულებით, გეგმავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IEEE სტუდენტური კლუბის ფარგლებში ტექნოლოგიურ-სამეწარმეო ღონისძიებების ორგანიზებას.
2021 წელი
ბანერები