8 მაისს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 ოთახში დიდი მოთხოვნის გამო კიდევ ერთხელ გაიმართება აბიტურიენტებისთვის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ღია კარის დღე.
შეხვედრაზე აბიტურიენტები გაეცნობიან არქიტექტურის პროგრამის მიზნებსა და ღირებულებებს, მოისმენენ დეტალურ ინფორმაციას შემოქმედებითი ტურის, სასწავლო პროგრამისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ, გაიგებენ მეტს სტუდენტური ცხოვრების, გაცვლითი პროგრამებისა და კურსდამთავრებულთა კლუბის შესახებ, შეხვდებიან არქიტექტურის პროგრამის ხელმძღვანელსა და აკადემიურ პერსონალს.
დრო: 8 მაისი, 13:30 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 (ვაკის პარკთან)
შეკრების ადგილი: H კორპუსის ეზო
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწერეთ ელფოსტაზე: archadmissions@iliauni.edu.ge
2025