ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის დოქტორანტმა ანა მგელაძემ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლელო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

ანა მგელაძის პროექტია „მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა და მათი ტექნოლოგიური კომპეტენციების განვითარება“.

ასევე გამარჯვებულებს შორის არიან ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტები.

კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი ულოცავს  ანა მგელაძესა და ილიაუნის სხვა გამარჯვებულ დოქტორანტებს  ამ მნიშვნელოვან  წარმატებას.