26 იანვარს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბის ყოველკვირეული შეხვედრების სერიის ფარგლებში კომპიუტერული მეცნიერებით დაინტერესებულ პირებს გიწვევთ კვანტურ გამოთვლებზე სასაუბროდ.

შეხვედრის თემა: კვანტური გამოთვლების შესავალი კომპიუტერული მეცნიერებისთვის

შეხვედრაზე ვისაუბრებთ

  • კვანტური გამოთვლების ძირითადი ტერმინებისა და ცნებების შესახებ;
  • კვანტურ ალგორითმებზე;
  • კვანტური გამოთვლის პერსპექტივებზე.

მომხსენებლის შესახებ

იორგ მაიერი კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Karlsruhe Institute of Technology) Steinbuch-ის გამოთვლითი ცენტრის მონაცემთა ანალიტიკის, წვდომისა და აპლიკაციების განყოფილების ხელმძღვანელია.

იორგმა დოქტორის ხარისხი ფიზიკის მიმართულებით ბონის უნივერსიტეტში (გერმანია) მიიღო. შემდეგ მუშაობა განაგრძო პოსტდოქტორად გიოტინგენის უნივერსიტეტში (Göttingen University), გრიდ კომპიუტინგის მიმართულებით ATLAS ექსპერიმენტისთვის CERN-ში. 2012 წლიდან შეუერთდა კარლსრუეს ტექნოლოგიურ ინსტიტუტს.

დრო: 26 იანვარი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.

რეგისტრაციის ფორმა: https://forms.gle/sFDaqG7tUwVTedVg9

რეგიტრაციის ბოლო ვადა: 26 იანვარი, 18:00 საათი

ფორმატი: დისტანციური, Zoom და FB Live (შეხვედრის ბმულს შეხვედრის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღებთ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მეილზე)

2022 წელი