ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრის პროგრამირების კლუბი პროგრამირებით დაინტერესებულებისთვის წარმოგიდგენთ შეხვედრების ყოველკვირეულ სერიას.

24 ნოემბრის შეხვედრის თემაა „როგორ გავხდე ხელოვნური ინტელექტის ინჟინერი“.

მომხსენებელი ლევან ცინაძე, MaxinAI-ის AI მიმართულების ხელმძღვანელი, Eyeo-ს მანქანური სწავლების ინჟინერი, მათემატიკოსი ტოპოლოგიის მიმართულებით.

ლევან ცინაძეს აქვს გამოცდილება ბუნებრივი ენის დამუშავებისა (NLP) და კომპიუტერული ხედვის (Computer Vision) მანქანური სწავლების მოდელირებასა და მიდგომებში, ასევე პაკეტების – Scikit-learn, PyTorch, TensorFlow, Apache Hadoop, Apache Spark და HBase-ისა და სისტემების გამოყენებაში.

შეხვედრის დრო: 24 ნოემბერი, 19:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია: https://forms.gle/TqQ4bZqUnN8fLMSn7

რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 24 ნოემბერი, 18:00 საათი

შეხვედრის ადგილი: Zoom და FB Live

რეგისტრაციაში მითითებულ ელფოსტის მისამართზე გაიგზავნება შეხვედრის ბმული.

დასწრება თავისუფალია.