ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა თამარ თათეშვილმა ტექნოლოგიებით, მეწარმეობით, STEM თემატიკითა და ელექტრონული სწავლებით დაინტერესებული ილიაუნის სტუდენტებისთვის დააარსა Digital Leadership Student Club – ციფრული ლიდერობის სტუდენტური კლუბი.

თამარი FLEX ამერიკული გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულია. 2021-2022 წლებში ის ამერიკული საბჭოების წარმომადგენელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც გულისხმობს, რომ კლუბი ინტენსიურად ითანამშრომლებს ამერიკული საბჭოების საქართველოს ოფისთან.

თამარმა 2020 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფარგლებში GoGeoGo-ის გუნდთან ერთად შექმნა ანდროიდის მობილური აპლიკაცია GoGeoGo (რომელიც მომხმარებლებს აწვდის სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგის შესახებ საჭირო ინფორმაციას) და მესამე ადგილი დაიკავეს.

კლუბის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ღონისძიებების გამართვა თანამედროვე მენეჯერული მიდგომებისა და უნარების გასაცნობად, რომლებიც საჭიროა მობილური აპლიკაციების, ვებსაიტებისა თუ ციფრული პროდუქტების შესაქმნელად.

ღონისძიებები ჩატარდება ინგლისურ ენაზე როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის.

კლუბის საქმიანობის ფარგლებში სტუდენტები შეძლებენ აქტუალური საკითხების განხილვას, დისკუსიების გამართვას, ღონისძიებებში მონაწილეობას.

25 ნოემბერს, 16:00 საათზე, გაიმართება პირველი საინფორმაციო შეხვედრა.

კლუბში გაწევრიანებით დაინტერესებულმა ილიაუნის სტუდენტებმა გთხოვთ შეავსოთ ფორმა: shorturl.at/jpFS3

ციფრული ლიდერობის ფეისბუქის გვერდი: https://www.facebook.com/DigitalLeaderSC

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით კლუბის ლიდერს:tamari.tateshvili.1@iliauni.edu.ge