ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტის, ნინო ჩადუნელის თეზისმა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე „საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და მიდგომები“ პირველი ადგილი დაიკავა. მას კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი გადაეცა.

ნინო ჩადუნელი 2023 წლის 7 დეკემბერს მონაწილეობას მიიღებს სააგენტოს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კურორტების მდგრადი განვითარება: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“.

ჟიურიმ, რომლის წინაშე 17 თეზისის ავტორი წარდგა, გამოავლინა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორებიც სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ. ყველა მონაწილეს კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების, სტუდენტები მალიკო გოგოჩაშვილი და ნინო ჩადუნელი. სტუდენტებს ხელმძღვანელობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები ლელა ხარტიშვილი და გიორგი ქემერტელიძე.

2023