22 ივნისს სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ – საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას (ბაფი) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის საგანმანათლებლო და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობა. კერძოდ, ბაფ-ის (ACCA) პროგრამის პირველი და მეორე საფეხურის მოდულების (7 წიგნის) სილაბუსებთან უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებებზე ანალოგიური საგნების პროგრამებისა და საგამოცდო მასალების მაქსიმალური შესაბამისობა, რაც განაპირობებს პროფესიული სერტიფიცირების მოდულებში აკრედიტაციის (ჩათვლის) შესაძლებლობას სტუდენტებისთვის.
მემორანდუმის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს გადაეცა მრავალფეროვანი თანამედროვე თემატური სასწავლო მასალები ქართულ ენაზე, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სასწავლო პროცესის მაღალი აკადემიური ხარისხის შენარჩუნებისა და ზრდის თვალსაზრისით.
2022 წელი