7 ივლისს, 18:00 საათზე, თბილისის სამხატვრო აკადემიის ბიბლიოთეკის სარკეებიან დარბაზში (ალ. გრიბოედოვის ქ. N22) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამა გიწვევთ მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორისა და ინჟინრის ლორენცო ჯურინას საჯარო ლექციაზე „ისტორიული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მოქნილი ღეროების (მჭიმების) გამოყენებით“.
ლორენცო ჯურინა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორი და დამოუკიდებელი ინჟინერ-კონსულტანტი, მილანის ინჟინერიისა და არქიტექტურის კოლეჯის მმართველობის საბჭოს წევრი და 160-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორია ისტორიული შენობების კონსტრუქციული გამაგრების მიმართულებით.
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტიდან პროფესორების ვიზიტი ხორციელდება ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში (Erasmus+ International Credit Mobility).
2022 წელი