საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს პარლამენტის კვლევითი ცენტრისა და უნივერსიტეტის ერთობლივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, რომელიც მიმდინარე ეტაპზე საქართველოს პარლამენტისთვის აქტუალური საკითხების კვლევას დაეფუძნება.

პარლამენტის კვლევით ცენტრსა და უნივერსიტეტს აქვთ აკადემიური ინტერესების თანხვედრა, შესაბამისად, ერთობლივი კვლევით შესაძლებელია ეფექტური შედეგების მიღება და განვითარება.

უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი და პარლამენტის კვლევითი ცენტრი ავტორთა თანხმობით ერთმანეთს გაუზიარებენ აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო კვლევის შედეგად მიღებულ ინფორმაციას, კერძოდ: ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო კვლევებს, მათ მეთოდებსა და შედეგებს, რომელთაც მხარეები გამოიყენებენ ანალიტიკური საქმიანობის გასაუმჯობესებლად და მიაწვდიან საქართველოს პარლამენტს პირდაპირი ან მოდიფიცირებული სახით სხვადასხვა კანონპროექტთან რელევანტურობის შესაბამისად.

2022 წელი