ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე. შიდა მობილობით გადასვლის მსურველი სტუდენტებისთვის განცხადების დაწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 22 ივლისი, 18:00 საათი.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობისა და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2022 წლის 5 სექტემბერი.

მობილობა ცხადდება ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე, რომლებიც მოცემულია მითითებულ დანართში.

შიდა მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა სტუდენტმა უნდა იხელმძღვანელოს თანდართულ ბრძანებაში დადგენილი წესით (მიჰყევით ინსტრუქციას).

დეტალური ინსტრუქციის სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი.

2022 წელი