19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი FILM XR-თან ერთად გამართავს შეხვედრას „იმერსიული ტექნოლოგიები კინოს მომავლისთვის: XR და AI“.
შეხვედრაზე განიხილავენ XR და AI ტექნოლოგიების გავლენას თანამედროვე ფილმისა და კულტურის ინდუსტრიაზე:
- XR ინდუსტრიის უახლეს ტენდენციები და ბაზრის მიმოხილვა;
- AI ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები ფილმისა და ვიდეოწარმოებისთვის.
შემდეგ დამსწრეთ უჩვენებენ VR პროექტებს/ფილმებს – ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიით და იმერსიული ხელსაწყოებით შექმნილ 10 სხვადასხვა საერთაშორისო ანიმაციურ პროექტს.
დამსწრეთ შესაძლებლობა ექნებათ, VR სათვალეებით უყურონ საფრანგეთში შექმნილ მსოფლიოში აღიარებულ XR ნამუშევრებს – Emmy-ისა და ვენეციის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელ პროექტებს.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/WwgwUSs51dAe9zY37
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: fablab@iliauni.edu.ge
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 19 ნოემბერი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება რეგისტრაციით.